ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ტომას ტუხელი – ფრანგებთან მატჩი ბრწყინვალედ დავიწყეთ, მაგრამ სრულიად გამოფიტულები ვიყავით #1TVSPORT

13:18, 19.07.2026

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის  მატჩზე, რომელიც ბრიტანელებმა საფრანგეთთან 6:4 მოიგეს. ინგლისი პირველი ტაიმის ბოლოს 4:0 იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში გამარჯვება კინაღამ ხელიდან გაუშვა

„პირველი ტაიმი ბრწყინვალე იყო, მეორე კი – მღელვარე. თავად ნახეთ, რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ერთი დღით მეტ დასვენებას. წარმოუდგენლად დაღლილები და გამოფიტულები ვიყავით.

ჩვენ ფეხბურთელებს ოსტატობა და სისწრაფე არ აკლიათ, მაგრამ ფრანგებს გაცილებით მარტივი, ნაკლებად დამქანცველი გრაფიკი ჰქონდათ. ნახევარფინალსა და ამ მატჩს შორის მათ დასასვენებლად ჩვენზე მეტი დრო ჰქონდათ და ნაკლები იმოგზაურეს. ჩვენ კი როგორც სიცხეში, ასევე სიმაღლეზე ვთამაშობდით.

ადრეც მითქვამს, რომ ამ გუნდმა რაღაც განსაკუთრებული შექმნა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენა“, – თქვა ტუხელმა BBC-სთან.

მსგავსი