ინგლისის ნაკრების მცველს ევრო 2024-ის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ლუკ შოუ სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, – წერს გაზეთ The Telegraph-ი.
ფეხბურთელმა ტრავმა „ლუტონის“ წინააღმდეგ პრემიერლიგის მატჩში მიიღო, რომელიც 18 თებერვალს გაიმართა. ინგლისელმა მუხლი დაიზიანა.
ვარაუდობენ, რომ შოუ დაახლოებით სამ თვეს გამოტოვებს. შესაბამისად, ის ვერ დაეხმარება „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიმდინარე სეზონში, ხოლო თუ რეაბილიტაციის პროცესი შენელდება, შოუმ შეიძლება ინგლისის ნაკრების რიგებში ევრო 2024-ზეც ვერ ითამაშოს.