ინგლისის ჩრდილოეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპის ზრდის გამო შეზღუდვები გაამკაცრეს
ინგლისის ჩრდილოეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპის ზრდის გამო შეზღუდვები გაამკაცრეს

ინგლისის ჩრდილოეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპის ზრდის გამო შეზღუდვები გაამკაცრეს.

შეზღუდვა 4 მილიონ ადამიანს შეეხება. კერძოდ, მოქალაქეებს აკრძალული ექნებათ დახურულ შენობებსა და მანჩესტერის კერძო ბაღების ტერიტორიაზე შეკრება.

როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მატერ ჰენკოკმა განაცხადა, ვირუსის გავრცელების ტემპმა მას შემდეგ მოიმატა, რაც მოქალაქეებმა სოციალური დისტანციის დაცვის რეკომენდაცია უგულველყვეს.

ოპოზიციამ მთავრობის წინადადება გააკრიტიკა. როგორც „ლეიბორისტები“ ამბობენ, გადაწყვეტილება ნაჩქარევად იყო მიღებული და ადამიანებს ახალი წესები მკაფიოდ არ განუმარტეს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების გამკაცრება ინგლისში მათი შემსუბუქებიდან ოთხ კვირაში გახდა საჭირო.