ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი საავადმყოფოში მოხვდა
ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი საავადმყოფოში მოხვდა

„ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ჯიმი გრივზი საავადმყოფოში მოხვდა, – იტყობინება ლონდონური კლუბის პრესსამსახური.

80 წლის ინგლისელის ჰოსპიტალიზაციის მიზეზების შესახებ არაფერს წერენ.

გრივზი ინგლისის ჩემპიონატისა (357 გოლი) და „ტოტენჰემის“ (268 გოლი) ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ის ექვსჯერ გახდა ინგლისში სეზონის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი. გრივზი მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონია და შეყვანილია ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში.