ინგლისის ჩემპიონატი, XXXIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ინგლისის ჩემპიონატი, XXXIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები
* მოჰამედ სალაჰმა მესამედ ითამაშა პრემიერლიგის შეხვედრა პარასკევს და მე-3 ბურთი შეაგდო.
* მოჰამედ სალაჰმა ლივერპულის მაისურით 50-ე გოლი გაიტანა პრემერლიგაში.
* ნაბი კეიტამ პირველი გოლი გაიტანა ინგლისის ჩემპიონატში.
* 36 წლის და 233 დღის ფილ იაგიელკა ამ სეზონში პრემიერლიგაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვინც გოლის გატანა შეძლო.
* არსენალმა მასპინძელთა კარისკენ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაარტყა. ასეთი რამ ბოლოს 2016 წელს მოხდა, როცა ლონდონელები სიტის ეთამაშებოდნენ.

შედეგები
საუთჰემპტონი-ლივერპული 1:3
გოლები: 1:0 ლონგი (9), 1:1 კეიტა (36), 1:2 სალაჰი (80), 1:3 ჰენდერსონი (86)

ბორნმუთი-ბარნლი 1:3
გოლები: 1:0 ბარნსი (4-საკ. კარში), 1:1 ვუდი (18), 1:2 ვესტვუდი (20), 1:3 ბარნსი (56)

ჰადერსფილდი-ლესტერი 1:4
გოლები: 0:1 ტილემანსი (24), 0:2 ვარდი (48), 1:2 მუი (52-პენ), 1:3 მედისონი (79), 1:4 ვარდი (84-პენ)

ნიუკასლი-კრისტალ პალასი 0:1
გოლი: 0:1 მილივოიევიჩი (81-პენ)

ევერტონი-არსენალი 1:0
გოლი: 1:0 იაგიელკა (10)

ჩელსი-ვესტ ჰემი ორშაბათს

სატურნირო მდგომარეობა
1. ლივერპული – 82 ქულა
2. მანჩესტ. სიტი – 80
3. ტოტენჰემი – 64
4. არსენალი – 63
5. ჩელსი – 63
6. მანჩესტ. იუნ – 61
7. ლესტერი – 47
8. ვულვზი – 47

ბომბარდირები
19 – აგუერო (მანჩესტერ სიტი)
18 – სალაჰი (ლივერპული)
17 – ობამეიანგი (არსენალი)
17 – კეინი (ტოტენჰემი)
17 – მანე (ლივერპული)