ინგლისელი საფეხბურთო მიმომხილველი – კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოგების რეალური შანსი აქვს #1TVSPORT

23:34, 20.08.2026

„ოქროს ბურთის“ მომავალი მფლობელი – ასე მოიხსენია talkSPORT-მა ხვიჩა კვარაცხელია და ქართველ ვარსკვლავზე ცნობილი საფეხბურთო ჟურნალისტის, ენდი ბრასელის კომენტარი გამოაქვეყნა.

talkSPORT-ის გადაცემა Trans Euro Express-შიგარდიანისა“ და talkSPORT-ის საფეხბურთო მიმომხილველმა განაცხადა, რომ 2025/26 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების რეალური კანდიდატია.

„არ მჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშებლობა ხვიჩა კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოპოვებაში ხელს შეუშლის. ის მსოფლიოში ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) საუკეთესოა.

კვარაცხელიას ბურთის ფლობის არაჩვეულებრივი უნარი აქვს, გუნდისთვის ძალიან ეფექტურია, უბურთოდ ბევრს მოძრაობს და კიდევ რა შეიძლება მოითხოვო ფეხბურთელისგან, რომელიც მხოლოდ 25 წლისაა?

რაც შეეხება „ოქროს ბურთს“, არსებობს შანსი, რომ კვარაცხელია მისი მფლობელი გახდეს, რადგან ჯილდოს კანდიდატებად დასახელებულმა მოთამაშეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებული ვერაფერი შემოგვთავაზეს. თუ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა, მაშინ მესი გაიმარჯვებდა. ინგლისის ჩემპიონობის შემთხვევაში „ოქროს ბურთს“ ჰარი კეინი ან ჯუდ ბელინგემი მოიპოვებდნენ, ხოლო საფრანგეთის პირველობა კილიან მბაპესა და მაიკლ ოლისეს შანსებს გაზრდიდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ასე რომ, კვლავ ჩემპიონთა ლიგას დავუბრუნდები და ვიკითხავ: ვინ იყო გასულ სეზონში ტურნირის საუკეთესო მოთამაშე?“

მსგავსი