ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ანაკლიის კონსორციუმს „კონტი ჯგუფის“ გასვლაზე უწყებისთვის ინფორმაცია არ წარუდგენია 
ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ანაკლიის კონსორციუმს „კონტი ჯგუფის“ გასვლაზე უწყებისთვის ინფორმაცია არ წარუდგენია 

ანაკლიის პორტის პროექტიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროში მედიასაშუალებებიდან შეიტყვეს. ამის შესახებ სამინისტროს სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, დავით ჯავახაძემ განაცხადა.

კონსორციუმიდან კომპანია „კონტის“ გასვლის შესახებ ინფორმაცია შევიტყვეთ დღეს, პრესის მეშვეობით. კონსორციუმს რამე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ წარუდგენია.

ამასთან, დაკავშირებით შემიძლია აღვნიშნო, რომ 2018 წლის 6 დეკემბრიდან კომპანია „კონტი“ კონსორციუმის მენეჯმენტში არ მონაწილეობდა, ასევე არ მონაწილეობდა ხელშეკრულების ცვლილებებზე მიმდინარე მოლაპარაკებებში. თუმცა, ის რჩებოდა მსხვილ აქციონერად პროექტში. საინვესტიციო შეთანხმების შესაბამისად, ინვესტორს გააჩნია ვალდებულება, ნებისმიერი აქციის გასხვისება შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, რასაც ადგილი არ ჰქონია. იმისთვის, რომ შესაძლო შედეგებზე შეფასება გავაკეთოთ, ჯერ უნდა მოვიპოვოთ დამატებითი ინფორმაცია, დავუკავშირდეთ კონსორციუმს, შევისწავლოთ ინფორმაცია”, – აღნიშნა ჯავახაძემ.

ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა.

 

დატოვე კომენტარი