ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტის ხარჯების 9-თვიანი გეგმა 101.7 პროცენტით შეასრულა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტის ხარჯების 9-თვიანი გეგმა 101.7 პროცენტით შეასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტის ხარჯების 9-თვიანი გეგმა 101.7 პროცენტით შეასრულა.

სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში უწყებას 1 მილიარდ 309 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა, ფაქტობრივმა ხარჯმა კი 1 მილიარდ 332 მილიონი ლარი შეადგინა.

2019 წელს სამინისტრომ 2 მილიარდი ლარი უნდა აითვისოს. შესაბამისად, ოქტომბერ-დეკემბერში დასახარჯია დაახლოებით 668 მილიონი ლარი.