ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2018 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმა 105 პროცენტით შეასრულა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2018 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმა 105 პროცენტით შეასრულა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2018 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმა 105 პროცენტით შეასრულა. ამის შესახებ პირველ არხს მინისტრის პირველმა, მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა.

ბიუჯეტში დეკემბერში განხორციელებული ცვლილებით, სამინისტროს ხარჯების გეგმა 250 მილიონი ლარით, 1 მილიარდ 584 მილიონ ლარამდე შემცირდა. 31 დეკემბრის მდგომარეობით კი, ფაქტობრივმა ხარჯმა 1 მილიარდ 661 მილიონი ლარი შეადგინა.

ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, წლის ბოლოს რამდენიმე კომპანიამ ბიუჯეტიდან თანხა ავანსად მიიღო. საუბარია დაახლოებით 432 მილიონ ლარზე, რომლის ძირითადი ნაწილი ავტობანის ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე მომუშავე კომპანიებმა მიიღეს.

აღნიშნულ საგზაო პროექტებზე სამობილიზაციო სამუშაო დაიწყო, მშენებლობა კი გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს.