ინფრასტრუქტურის სამინისტრო - საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო - საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

საქართველოს მასშტაბით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური და ადგილობრივი შესაბამისი სამსახურები ადგილზე კოორდინირებულად მუშაობენ.

მათივე ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა უახლოეს პერიოდში ყველა მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგეს. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო, ზვავსაშიშროებაა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჭაჯვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ასევე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ეკმ-ზე (ამბროლაურთან) დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოწოლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელი წადა სოფელ ახალსოფელზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ჟინვალი-ბარისახო-შატილისსაავტომობილოგზისკორშა-შატილისმონაკვეთზეც, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.ამავე გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.