ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ქუთაისში მასშტაბური ურბანული და სარეკრეაციო პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შონიამ, ქუთაისის მერთან, დავით ერემაიშვილთან ერთად, ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ქუთაისში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია და აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობა.
ამასთან, პროექტირების ეტაპზეა ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 70 ჰექტარზე თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის მოწყობა.