ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებამ პირველი კვარტლის საბიუჯეტო გეგმა 106 პროცენტით შეასრულა
ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებამ პირველი კვარტლის საბიუჯეტო გეგმა 106 პროცენტით შეასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.3 პროცენტით შეასრულა.
სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 252.6 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს, სამი თვის განმავლობაში, 181 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსის ათვისება მოხერხდა (433.9 მილიონი ლარი).

„სამინისტროს არსებობის ისტორიაში ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია და წინა წლის პირველი კვარტლის მონაცემზე 72%-ით არის მეტია. შესრულებული სამი თვის საკასო ხარჯი წლიური დამტკიცებული გეგმის 21%-ია, შარშან კი, 12% იყო“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყება განმარტავს, რომ გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გაერთიანებული წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიებმა.

ასევე, უწყება აღნიშნავს, რომ სამინისტრომ, გამოყოფილი კრედიტებისა და გრანტების ნაწილში, პირველი კვარტლის გეგმას 26 მილიონი ლარით გადააჭარბა.

დატოვე კომენტარი