ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე - პრემიერთან განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის რეფორმები
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე - პრემიერთან განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის რეფორმები

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული როგორც მიზნები, ამოცანები და გამოწვევები, ისე ის რეფორმები, რომლებიც მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი გიორგობიანმა აღნიშნა, უკეთესი ხარისხობრივი ინფრასტრუქტურის მიღების კუთხით ქართული კომპანიების განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქვეყნისთვის.

„ეს სექტორი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ეკონომიკური ღირებულების შექმნაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ქართული კომპანიების გაჯანსაღება და განვითარება კიდევ უფრო ხელშეწყობილი ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.