ინფრასტრუქტურის მინისტრი, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

16:14, 10.05.2021

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მინისტრთან ერთად, ვაქცინაცია ჩაუტარდათ მის მოადგილეებს, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს 50-მდე თანამშრომელს.

მსგავსი