ინფორმაცია, თითქოს დღეს, 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე, თბილისში ვერტმფრენებით უნდა შეიწამლოს ჰაერი, არის ტყუილი
ინფორმაცია, თითქოს დღეს, 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე, თბილისში ვერტმფრენებით უნდა შეიწამლოს ჰაერი, არის ტყუილი

სოციალურ ქსელით დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე თბილისში ვერტმფრენებით უნდა შეიწამლოს ჰაერი.

საქართველოს პირველი არხი დაუკავშირდა თბილისის მერიას და აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია არის ტყუილი, არ შეესაბამება სინამდვილეს, თბილისში მსგავსი რამ არ მოხდება.

„თბილისის მერია ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს დეზინფექციას ავტობუსებში, მეტროსადგურებში, მეტროს ვაგონებში, სერვისცენტრებში, უფასო სასადილოებსა და სხვა ობიექტებში. სრულდება ყველა მითითება და რეკომენდაცია, რასაც საკოორდინაციო საბჭო გასცემს“, – აცხადებენ მერიაში.