ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, მოსკოვის მერმა მოსახლეობას დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდა
ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, მოსკოვის მერმა მოსახლეობას დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდა

„კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, მოსკოვის მერმა მოსახლეობას სახლებიდან მუშაობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

მოსკოვში გასული დღე ღამის განმავლობაში შვიდი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ივნისის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რუსეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მიზნით დაწესებული შეზღუდვები ივნისში მოიხსნა.

ვირუსის გავრცელებუდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქისირებული.

დატოვე კომენტარი