ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებით, პანდემიის გამო, აივ ტესტირების მაჩვენებელი შემცირდა
ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებით, პანდემიის გამო, აივ ტესტირების მაჩვენებელი შემცირდა

„კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად, წელს აივ ტესტირების მსურველთა რაოდენობა შემცირდა, რამაც გამოვლენის მაჩვენებლის შენცირება გამოიწვია, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსისი ცენტრის განცხადებაში, რომელსაც ცენტრი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან, პირველ დეკემბერთან დაკავშირებით ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 2020 წლის თემაა „საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა“.

„მნიშვნელოვანია „კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ყველაზე მტკივნეულად აისხა საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის აივ/შიდსით მცხოვრებ ადამიანებზე. დღეს, აივ/შიდსის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფრთხის, დასრულება მრავლმხრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაამარცხებს მსოფლიო „კოვიდ-19“ პანდემიას. ასე რომ, უნდა გავხდეთ ამ ორი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თანამონაწილე. შემოგვიერთდით და დავასრულოთ „კოვიდ-19“ და შიდსის ეპიდემია საქართველოში! ეპიდემიის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია იცოდე შენი აივ სტატუსი და თუ ხარ აივ ინფიცირებული, დროულად დაიწყო მკურნალობა. დროულად დაწყებული მკურნალობა კი სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია“, –  ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ისევ კრიტიკულად მნიშვენელოვანია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაციის საკითხი აივ/შიდსთან ბრძოლის საქმეში, რათა მოხდეს ცნობიერების ამაღლება აივ/შიდსის შესახებ, სტიგმის და დისკრიმინაციის აღმოფხვრა და აივ ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.

ცენტრის ინფორმაციით, მათთნ რეგისტრირებულია 8 598 აივ ინფიცირებული პირი, 6 422 – მამაკაცი, 2 176 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. მათივე ცნობით, შიდსი 4 441 პაციენტს განუვითარდა, 1 781 გარდაიცვალა.

30 ნოემბრის მონაცემებით, არვ მკურნალობას იტარებს 5 379 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია.