ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ​კორონავირუსის შესაძლო სიმპტომებით ამ დროისთვის 10 პაციენტი იმყოფება

09:33, 26.02.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის კორონავირუსის შესაძლო სიმპტომებით 10 პაციენტი იმყოფება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.

მათივე თქმით, პაციენტებს შორის არიან საქართველოს, აზერბაიჯანის, ჩინეთისა და ირანის მოქალაქეები.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, დღის მეორე ნახევარში ლუგარის ცენტრიდან პაციენტების ანალიზების პასუხებს ელოდებიან, რის შემდეგაც მათ გაწერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მსგავსი