ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ექვსმა მოზარდმა დატოვა
ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ექვსმა მოზარდმა დატოვა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომლებმაც კლინიკა უკვე დატოვეს. საერთო ჯამში ინფექციურ საავადმყოფოში დღემდე კორონავირუსისგან 97 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით – 372.

აღსანიშნავია, რომ ექვსივე ახალი გამოჯანმერთელებული მოზარდია.

ამ ეტაპზე კლინიკაში მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი აგრძელებს მკურნალობას.

„საინტერესო ისაა, რომ ექვსივე გამოჯანმრთელებული არის მოზარდი, ექვსივე მოზარდმა დატოვა კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი დარჩა, დანარჩენი ყველა გაეწერა ბინაზე“, – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება არსებული პაციენტების მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, უკვე მესამე დღეა, სტაბილურია კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა და თუ ასე გაგრძელდება, პროგნოზი კარგი იქნება.

„ჩვენი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურებულია უკვე მესამე დღეა, თუმცა ჯერჯერობით მაინც მისი მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია. ერთი ორი დღეც თუ მისი მდგომარეობა ასეთი სტაბილური იქნება, შეიძლება ვილაპარკოთ მის გამოჯანმრთელებაზე და კარგ პროგნოზზე, მაგრამ ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. სამი მძიმე პაციენტის მფგომარეობა კი გაუმჯობესებულია და მძიმეთა სიიდან ამოღებულია. ამე ეტაპზე როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები, ისე მოიაზრებიან. უმეტსად ამ ეტაპზე ჩვენთან ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.