„ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა“ 60 000 „პისიარ“ ტესტის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა
„ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა“ 60 000 „პისიარ“ ტესტის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

„ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა“ 60 000 „პისიარ“ ტესტის შესაძენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

შესაბამისი მოთხოვნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1 620 000 ლარია. შესაბამისად, მთავრობა ერთ ტესტში 27 ლარს გადაიხდის.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, შესასყიდ ტესტს შესაბამისი სერტიფიკატები, მათ შორის FDA-ს სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს.

ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის წინადადების მიღება 2021 წლის 5 თებერვალს დაიწყება და 10 თებერვალს დასრულდება.

დატოვე კომენტარი