ინფექციურ საავადმყოფოში მამაკაცი შეიყვანეს, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ტრანზიტული რეისით დაბრუნდა
ინფექციურ საავადმყოფოში მამაკაცი შეიყვანეს, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ტრანზიტული რეისით დაბრუნდა

ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ მამაკაცი შეიყვანეს, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ტრანზიტული რეისით დაბრუნდა. მამაკაცი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, პაციენტს აეროპორტში დაბალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, თუმცა მიზანშეწონილად ჩათვალეს, ბოქსირებულ განყოფილებაში გადმოეყვანათ. თენგიზ ცერცვაძის თქმით, მამაკაცს ამ დროისთვის ტემპერატურა აღარ აქვს, არც პნევმონიის ნიშნები აქვს, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ჩინეთში მუშაობდა და საქართველოში ტრანზიტული გზით დაბრუნდა.

ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სულ ოთხი პაციენტი რჩება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, არც ერთ მათგანს კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს. ხვალ ორი მათგანის ანალიზების პასუხები იქნება ცნობილი, რომელიც ნიდერლანდებშია გადაგზავნილი. მას შემდეგ, თუ კორონავირუსი არ დადასტურდა, ორივე პაციენტი ბინაზე გაეწერება.

რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მას ახალ კორონავირუსზე ტესტირებას ხვალ ჩაუტარებენ.