ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ოთხი პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ოთხი პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ოთხი პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, კვლევა სულ ინფიცირებულ 10 პაციენტს ჩაუტარდა, აქედან ერთის შემთხვევაში განმეორებითი ტესტი ჩატარდა და მეორე უარყოფითი პასუხის შედეგად, მან კლინიკა გუშინ დატოვა.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 53 პაციენტი ჰყავს.

„გუშინ ერთი ახალი პაციენტი შეგვემატა გამოჯანმრთელებული, რომელიც გუშინვე გაეწერა. გუშინ გითხარით, რომ 10 პაციენტზე ხდებოდა გამოჯანმრთელების ტესტირება. ერთთან დადასტურდა განმეორებით უარყოფითი და იმან დატოვა კლინიკა. ოთხ პაციენტთან გვაქვს პირველი ტესტირებით უარყოფითი, ვნახოთ, განმეორებითი ტესტირებით როგორ შედეგებს მივიღებთ“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.