ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტიდან 17-ის მდგომარეობა მძიმეა
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტიდან 17-ის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი კი მსუბუქად და საშუალოდ ფასდება.

„გვყავდა ორი მძიმე, კრიტიკულთან მიახლოებული ავადმყოფი, უკვე ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურია მდგომარეობა და დღეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც მძიმე პაციენტები. აქედან გამომდინარე, 14 მძიმეს დაემატება ეს ორი და ამ ეტაპზე გვეყოლება 16 მძიმე ავადმყოფი, პლუს გუშინდელი შემოსული ორი ახალი პაციენტიდან, რადიოლოგიური მონაცემებისა და გაფართოებული კვლევების შეჯერებით, ერთ-ერთან მაინც დასტურდება პნევმონია და ესეც არის მე-17 მძიმე ავადმყოფი. დანარჩენი პაციენტები საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის არის“ , – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ბოლო 24 საათის განავლობაში ცვლილებები არ ყოფილა“ , – დასძინა ეზუგბაიამ.