ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ საკონტროლო ტესტს დაახლოებით ათ პირს აუღებენ
ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ საკონტროლო ტესტს დაახლოებით ათ პირს აუღებენ

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტი დღეს საეჭვო სიმპტომების მქონე მხოლოდ ერთ პაციენტს ჩაუტარდება, რომელიც კლინიკაში თვითდინებით არის მისული.

„დღეს ახალი პაციენტი, შესაძლო შემთხვევა გვაქვს მხოლოდ ერთი, რომელსაც დღის მეორე ნახევარში ჩაუტარდება ტესტირება და ხვალ მეცოდინება მისი მონაცემი. გუშინდელი პაციენტის პასუხი უარყოფითი იყო და მან დღეს დილას დატოვა კლინიკა“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებთან დაკავშირებითაც უკვე გამოჯანმრთელების მოლოდინი არსებობს, მარინა ეზუგბაიას თქმით, პირველადი ტესტი დღეს დაახლოებით 8-10 ასეთ პაციენტს ჩაუტარდება.

„ერთს, როგორც პირველად პაციენტს ჩაუტარდება ტესტი, დანარჩენი არის მონიტორინგი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ გამოჯანმრთელების, პისიარ ტესტირების პირველი უარყოფითი კვლევის შედეგის სახით. დღეს დაახლოებით 8-10 პაციენტთან იქნება და ვნახოთ, რომელი იყოჩაღებს და ვისთან იქნება უარყოფითი პასუხები“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.