ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს, გამოკვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი

12:32, 07.02.2020

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის ორ მოქალაქეს აკვირდებიან, რომლებიც კლინიკაში გუშინ ღამით შეიყვანეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ახალ პაციენტებზე კლინიკური დაკვირვება მიმდინარეობს. იქ არის ჩვენი ეპიდემიოლოგიური ჯგუფი, რომელიც მათ ეპიდემიოლოგიურად სწავლობს, ასევე როდის ჩამოვიდნენ, რა გზა გაიარეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, ჩინეთის აღნიშნული მოქალაქეები საქართველოში, ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე არიან დასაქმებული.

„იღებენ შესაბამის სინჯებს და პასუხები დღეს, დღის ბოლომდე იქნება ცნობილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი