ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 40 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის სამი კლინიკას დღეს დაემატა
ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 40 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის სამი კლინიკას დღეს დაემატა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის  40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

კლინიკას დღეს სამი ახალი პაციენტი დაემატა.

„აქედან ერთი გახლავთ საბურთალოს კლასტერიდან, ორი კი საკარანტინო სივრცეებიდან – ერთი მოსკოვიდან ჩამოვიდა, მეორე კი ერევნიდან“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ.

მისივე ინფორმაციით, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

„გვყავს მძიმე პაციენტებიც, მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებით, თუმცა ვფიქრობ, რომ პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება. 13 ახალი შემთხვევიდან დანარჩენები ზუსტად არ ვიცი, რომელ კლასტერს განეკუთვნებიან, თუმცა, როგორც ვიცი, ახალი კლასტერი არ უნდა იყოს. პაციენტები ძირითადად საკარანტინო სივრცეებიდან არიან“,- აღნიშნა ენდელაძემ.