ინფექციურ საავადმყოფოში აეროპორტიდან მაღალი ტემპერატურით საქართველოს მოქალაქე გადაიყვანეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ორი კვირის წინ უხანში იმყოფებოდა
ინფექციურ საავადმყოფოში აეროპორტიდან მაღალი ტემპერატურით საქართველოს მოქალაქე გადაიყვანეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ორი კვირის წინ უხანში იმყოფებოდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით ქალი შეიყვანეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ორი კვირის წინ ჩინეთში, ქალაქ უხანში იმყოფებოდა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, საქართველოს მოქალაქე კლინიკაში მცირეწლოვან შვილთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ უხანი 19 იანვარს დატოვა, საიდანაც ტაილანდში გაემგზავრა. თბილისში კი, დღეს დუბაიდან ჩამოვიდა. შემოწმებისას მას აეროპორტში მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის შემდეგაც გამოკვლევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ქალბატონს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. მცირეწლოვანს კი, შესაბამისი შემოწმება უტარდება. ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ჩატარდება საჭირო კვლევები და ანალიზი ლაბორატორიაში გაიგზავნება, რის შედეგადაც დადგინდება, აქვს თუ არა ვირუსი პაციენტებს.