ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის ჯანმრთელობა პოზიტიურად პროგრესირებადია, ისინი მკურნალობას განაგრძობენ
ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის ჯანმრთელობა პოზიტიურად პროგრესირებადია, ისინი მკურნალობას განაგრძობენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის ჯანმრთელობა პოზიტიურად პროგრესირებადია და ისინი მკურნალობას განაგრძობენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისის ბოქსირებულ განყოფილებაში 23 პაციენტია მოთავსებული, რომელთა შორის კორონავირუსი სამ პაციენტს დაუდგინდა.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში, სხვადასხვა საკარანტინო ზონაში 21 მოქალაქე გადაიყვანეს. ბოქსებში მოთავსებული ექვსი პაციენტი ლუგარის ლაბორატორიიდან ტესტის შედეგს დღის პირველ ნახევარში მიიღებს, დანარჩენების პასუხებიც რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. სამი პაციენტი სხვადასხვა საკარანტინო ზონიდან იქნა გადმოყვანილი, რომლებსაც ჯანმრთელობის მხრივ გარკვეული დისკომფორტი ჰქონდათ. ერთი პაციენტის ინფექციურის ბოქსებში მოყვანა აეროპორტიდან მოხდა, რომელიც იტალიიდან ჩამოფრინდა“,- აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.