ინფექციურ საავადმყოფოს ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს
ინფექციურ საავადმყოფოს ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი მკურნალობს.

როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა, სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ, თუმცა, სამივეს მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.

„გვყავს ახალი პაციენტები, რომლებიც ბოლო 48 საათში არიან შემოსულები. მათთან ჩატარებულია შესაბამისი კვლევები. ნაწილს აღენიშნება პნევმონია, თუმცა კლინიკურად ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. ასევე, გვყავს პაციენტები, რომლებიც ემზადებიან გასაწერად, ველოდებით მეორე უარყოფით პასუხს. დღეს გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი, რომელიც დატოვებს კლინიკას“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

დატოვე კომენტარი