ინდონეზიის სანაპიროსთან გაუჩინარებული სამხედრო ნავის ძებნა გრძელდება
ინდონეზიის სანაპიროსთან გაუჩინარებული სამხედრო ნავის ძებნა გრძელდება

ინდონეზიის სანაპიროსთან გაუჩინარებული სამხედრო ნავის ძებნა გრძელდება. სამძებრო ოპერაცია გემებისა და ავიაციის მონაწილეობით ბალის ჩრდილოეთით ზღვაში მიმდინარეობს.

ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ძალებში აცახდებენ, რომ 50-100 მეტრის სიღრმეზე დაუდგენელი ობიექტი დააფიქსირეს.

გერმანული წარმოების წყალქვეშა ნავ KRI Nanggala-402-სთან კონტაქტი 21 აპრილს სამხედრო წვრთნების დროს შეწყდა. გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ბორტზე ეკიპაჟის 53 წევრი იმყოფება. ინდონეზიის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბორტზე არსებული ჟანგბადის მარაგი მხოლოდ 24 აპრილამდეა საკმარისი.

ინდონეზიის ხელსიფლებას ავიაციით ეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები.