ინდონეზიის პრეზიდენტმა ჩაძირული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის წევრების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა
ინდონეზიის პრეზიდენტმა ჩაძირული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის წევრების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ ჩაძირული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის წევრების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი ბალის ზღვაში ჩაძირული აღმოაჩინეს. ბორტზე ეკიპაჟის 53 წევრი იმყოფებოდა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, არმიამ და საზღვაო ძალებმა წყალქვეშა ნავის სტატუსი „გაუჩინარებულიდან“ „ჩაძირულზე“ შეცვალეს.

„ყველა ჩვენგანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო, განსაკუთრებით წყალქვეშა ნავის ეკიპაჟს ოჯახების მიმართ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ.

გერმანული წარმოების წყალქვეშა ნავ KRI Nanggala-402-სთან კონტაქტი 21 აპრილს სამხედრო წვრთნების დაწყების დროს შეწყდა. ინდონეზიის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბორტზე არსებული ჟანგბადის მარაგი მხოლოდ 24 აპრილამდე იყო საკმარისი. სამძებრო სამუშაოებში ჩართულმა გუნდმა შაბათს განაცხადა, რომ წყალქვეშა ნავის მსგავს ობიექტს ბალის ზღვაში 850 მეტრის სიღრმეზე მიაკვლიეს.

სამძებრო სამუშაოებში ინდონეზიასთან ერთად ჩართული იყო აშშ, ავსტრალია, სინგაპური, მალაიზია და ინდოეთი.

დატოვე კომენტარი