ინდონეზიის კუნძულ იავას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიის კუნძულ იავას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ინდონეზიის კუნძულ იავას სანაპიროსთან 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბანტენის პროვინციის სანაპიროდან 102 კილომეტრში, 53 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

ამასთან, ინდონეზიის კლიმატოლოგიის, მეტეოროლოგიის და გეოფიზიკის სამმართველოში აცხადებენ, რომ მიწისძვრა 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობა ცუნამის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. სუმატრის და პანაიტანის კუნძულებზე სამმეტრიან ტალღებს ელოდებიან.

მიწისქვეშა ბიძგები ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაშიც იგრძნობოდა.

მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.