ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევის გამო ათობით ავიარეისი გადაიდო
ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევის გამო ათობით ავიარეისი გადაიდო

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევის გამო ათობით ავიარეისი გადაიდო. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვულკანი აგუნგის კრატერიდან ამოფრქვეული ლავას სიმაღლე სამი ათას მეტრს აღწევდა. რის გამოც ახლომდებარე ათობით სოფელი ფერფლით დაიფარა. დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

როიტერსის“ ცნობით, ვულკანის გააქტიურების მიუხედავად მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა, რადგან დასახლებები აგუნგიდან უსაფრთხო მანძილზე არის დაშორებული.

ამასთან, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ადგილობრივი მოსახლეობა შესაბამისი ზომების მისაღებად ნებისმიერ დროს მზად არის.

ვულკანი აგუნგის ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა 1963 წელს მოხდა. მაშინ სტიქიას ათასი ადამიანი შეეწირა და რამდენიმე დასახლება ფერფლად აქცია.