ინდონეზიის დასავლეთ ნაწილში მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა
ინდონეზიის დასავლეთ ნაწილში მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიის დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 18-ს აღწევს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ინდონეზიის კატასტროფების მართვის ეროვნულ საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეწყერი დასავლეთ იავის ერთ-ერთ სოფელში ჩამოწვა.

როგორც ინდონეზიის კატასტროფების მართვის ეროვნული საბჭოს პრესსამსახური იტყობინება, მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ დაწყებული სამაშველო ოპერაციისას მიწა კვლავ ჩამოიშალა.