ინდონეზიის ციხიდან 113 პატიმარი გაიქცა

14:07, 30.11.2018

ინდონეზიის ციხიდან 113 პატიმარი გაიქცა. ინციდენტი კუნძულ სუმატრაზე, აჩეჰის პროვინციაში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, პატიმრებმა სარკმელებიდან გისოსების მოხსნა შეძლეს. სამართალდამცველებმა ჯერ მხოლოდ ოთხი მათგანის დაკავება შეძლო, დანარჩენი გაქცეული პატიმრების ძებნა კი გრძელდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გაქცევამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბუნტი მოხდა.

მსგავსი