ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

12:32, 05.12.2021

ინდონეზიის აღმოსავლეთით, ჯავას პროვინციაში ვულკან „სემერუს“ ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა, კიდევ 100 ადამიანი კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

არსებული ცნობებით, სტიქიის ზონიდან 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

თვითმხილველთა თქმით, ამოფრქვევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ფერფლის გამო ცისა და მზის დანახვა შეუძლებელი იყო.

მსგავსი