ინდონეზიაში წყალდიდობისას 21 ადამიანი დაიღუპა

12:05, 02.01.2020

ინდონეზიაში წყალდიდობისას 21 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ ავრცელებს.

დედაქალაქ ჯაკარტადან 62 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რთული მდგომარეობაა მეზობელი ბანტენის რაიონში, სადაც წყალდიდობამ ასობით სახლი დააზიანა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმა ქვეყანაში 7 იანვრამდე გაგრძელდება.

მსგავსი