ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა

18:33, 18.03.2019

ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაიღუპა 77 და დაშავდა 116 ადამიანი.

სტიქიამ ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინცია პაპუა დააზარალა.

სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. წყალდიდობამ და მეწყერმა დააზიანა მაგისტრალები, რაც სამაშველო ოპერაციას აფერხებს.

ძლიერი წვიმა რეგიონში 16 მარტიდან გრძელდება.

მსგავსი