ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა

11:06, 03.01.2020

ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 43-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სტიქიას დედაქალაქ ჯაკარტასა და მის მიმდებარე რაიონებში ებრძვიან. წყალდიდობის გამო, 400 ათასამდე ადგილობრივი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ისინი შედარებით უსაფრთხო ადგილას, კარვებში იმყოფებიან.

სეზონური წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა დედაქალაქ ჯაკარტასთან ერთად,  182 დასახლება დატბორა, რამაც ცალკეულ ადგილებში მეწყერი გამოიწვია.

მსგავსი