ინდონეზიაში წყალდიდობის გამო 30 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში წყალდიდობის გამო 30 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის სამხრეთ სულავესის შტატში წყალდიდობის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა.

გადაუღებელი ძლიერი წვიმის გამო, შტატში მდებარე კაშხლიდან წყალი გადმოვიდა და ახლომდებარე დასახლებები დატბორა.

ათასობით ადგილობრივი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. 25 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ხელისუფლება დაზარალებულთათვის დროებით თავშესაფრებს აწყობს.

წყალდიდობის გამო, ერთ-ერთ მთავარ ავტომაგისტრალზე გადაადგილება შეჩერებულია. შესაბამისად, სტიქიით დაზარალებულთათვის საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთების მიწოდება ვერტმფრენებით ხდება.