ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა
ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანი სემერუ ამოიფრქვა. მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ვულკანთან ახლოს მდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გარდა ამისა, ადგილობრივმა სააგენტოებმა ავიაკომპანიები გააფრთხილეს, რომ ვულკანიდან ამოფრქვეულმა ფერფლის ღრუბელმა შესაძლოა, 15 ათას მეტრს მიაღწიოს.

სემერუ ინდონეზიაში მდებარე 130 აქტიური ვულკანების რიცხვში შედის. ის ბოლოს იანვრის თვეში ამოიფრქვა.