ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა
ინდონეზიაში ვულკანი ანაკ კრაკატაუ ამოიფრქვა. შემთხვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით ფრენა გაუქმდა ან გადაიდო.
ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ავიარეისების უმეტესობა სინგაპურის, დოჰას, სიდნეისა და კუალა-ლუმპურის მიმართულებით შეფეერხდა.
მედიის ცნობით, ვულკანის კრატერიდან ფერფლის ამოფრქვევა პარასკევს, ღამით დაიწყო.
ამასთან, ვულკანის გააქტიურებამ სეისმური აქტივობაც გამოიწვია.
ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით, ვულკანის აქტივობასთან დაკავშირებით ცუნამის წარმოქმნის საშიშროება არ არსებობს.