ინდონეზიაში სოციალურ ქსელებს ნაწილობრივ დაბლოკავენ
ინდონეზიაში სოციალურ ქსელებს ნაწილობრივ დაბლოკავენ

ინდონეზიაში სოციალურ ქსელებს ნაწილობრივ დაბლოკავენ.

მთავრობის განმარტებით, ეს აუცილებელია, რათა „ჭორების გავრცელება შეჩერდეს. ეს გადაწყვეტილება ინდონეზიის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადებას, ჯაკარტაში საპროტესტო აქციები და მსხვერპლი მოჰყვა.

„პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და ყალბი ამბების გავრცელების შესაჩერებლად სოციალური მედიის ზოგიერთი ფუნქცია დაიბლოკება“, -აცხადებენ ინდონეზიის ხელისუფლებაში.

ინდონეზიაში აქციების დროს დაწყებული შეტაკებების შედეგად ბოლო ცნობებით, ექვსი ადამიანია დაღუპული. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდო აპრილში ჩატარებული არჩევნების გამარჯვებულია.