ინდონეზიაში სარკინიგზო ავარიას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 84 კი დაშავდა

11:25, 28.04.2026

ინდონეზიაში სარკინიგზო ავარიას 14 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 84 მგზავრი.

გავრცელებული ცნობით, ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა.

შემთხვევა ჯაკარტის გარეუბანში მოხდა.

შეჯახებისას ძირითადი დარტყმა მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ ვაგონზე მოხდა, რის გამოც დაღუპულთა შორის მხოლოდ ქალები არიან.

მსგავსი