ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა, თორნიკე ნოზაძემ ინდონეზიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

10:57, 10.11.2025

ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თორნიკე ნოზაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პრაბოვო სუბიანტოსს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია ჯაკარტაში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებსა და საქმიან კავშირებზე ისაუბრეს და  სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების მზაობა გამოთქვეს.

სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ საქართველოს ელჩმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან საქართველოსა და ინდონეზიის ურთიერთობების დინამიკაზე ისაუბრა.

მსგავსი