ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 189 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა
ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 189 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა

ინდონეზიური ავიაკომპანია Lion Air-ის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინდონეზიის სამაშველო სააგენტოს ინფორმაციით, Boeing 737-ის ტიპის თვითმფრინავი შიდა რეისს დედაქალაქ ჯაკარტიდან კუნძულ ბანგკას მიმართულებით ასრულებდა.

ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ბორტზე, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, 189 ადამიანი იმყოფებოდა.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი ზღვაში აფრენიდან 13 წუთში ჩავარდა. ავიაკატასტროფის დროს საჰაერო ხომალდი დაახლოებით 1 100 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.

ინდონეზიის ხელისუფლებამ ზღვაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო.