ინდონეზიაში, პოლიციასთან აფეთქების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა

08:29, 13.11.2019

ინდონეზიაში, პოლიციის განყოფილებასთან თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. ინციდენტი ჩრდილოეთ სუმატრას პროვინციაში მდებარე ქალაქ მედანში მოხდა.

როგორც სააგენტო „რეიტერი“ იუწყება, აფეთქების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი