ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნულ საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრა ინდონეზიის კუნძულ სულავესის სამხრეთ პროვინციაში მოხდა. 6.2 ბალიანი მიწისძვრის შედეგად 820-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და დაახლოებით 15 ათასმა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა.

როგორც ინდონეზიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რეგიონში კიდევ ერთმა მიწისძვრამ შესაძლოა, ცუნამი გამოიწვიოს.

ინდონეზიაში, როგორც ცეცხლოვან სარტყელში მოქცეულ ქვეყანაში, ხშირია სტიქიური მოვლენები. 2018 წლს სულავესის კუნძულზე მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა.