ინდონეზიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა
ინდონეზიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 01:00 საათისთვის დაფიქსირდა. სტიქიამ ნგრევა გამოიწვია, ყველაზე მეტად კუნძული სულავესი დაზარალდა. ეპიცენტრი მაჯენის დასახლებიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, მიწის ქვეშ, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ერთი დღით ადრე ქვეყანაში კიდევ ერთი, 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც მოხდა.