ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე ძლიერ მიწისძვრასა და ცუნამის მსხვერპლი მოჰყვა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებმა ორი მეტრის სიმაღლის ტალღები გამოიწვია. ყველაზე მეტად სტიქიამ ქალაქები პალუ და დონგალა დააზარალა, სადაც დანგრეულია შენობები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ნანგრევებში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. პალუს აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა.